loader

"დღეს დაბადებული ბავშვი ისე გაიზრდება, რომ წარმოდგენაც არ ექნება რა არის პირადი ცხოვრების საიდუმლო" - სნოუდენის საშობაო მესიჯი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს დაბადებული ბავშვი ისე გაიზრდება, რომ წარმოდგენაც არ ექნება რა არის პირადი ცხოვრების საიდუმლო" - სნოუდენის საშობაო მესიჯი

შეერთებული შტატების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი და საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების ჯაშუშური საქმიანობის მამხილებელი ედვარდ სნოუდენი მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა საინფორმაციო სააგენტომ "ევრონიუსმა" წლის ადამიანად აღიარა.

სწორედ "ევრონიუსის" მეშვეობით გაავრცელა სნოუდენმა თავისი საშობაო მიმართვა ბრიტანელებისადმი: "ბრიტანელი ჯორჯ ორუელი გვაფრთხილებდა ამგვარი საფრთხეების შესახებ. ის, რაც მან თავის წიგნში - "1984"-ში აღწერა: მიკროფონები, კამერები, ტელევიზორი, რომელიც გიყურებთ - ეს ყველაფერი მონაგონია იმასთან შედარებით, რაც ახლაა შესაძლებელი. დღეს დაბადებული ბავშვი ისე გაიზრდება, რომ წარმოდგენაც არ ექნება, თუ რა არის პირადი ცხოვრების საიდუმლო. მას არ ეცოდინება, რა არის განმარტოება, რა არის საკუთარი, ვინმეს მიერ დაუმუშავებელი აზრი", - აფრთხილებს სნოუდენი ბრიტანელებს.

მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით