loader

”ეს არის უსინდისო და უნამუსო ბოდვა” - პაატა ზაქარეიშვილი "ნაციონალების" განცხადებას ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

”ეს არის უსინდისო და უნამუსო ბოდვა” - პაატა ზაქარეიშვილი "ნაციონალების" განცხადებას ეხმაურება

ტელე/რადიო "პალიტრის გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში რეინტეგრაციის მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ახალ ხელისუფლებას საკანონმდებლო სივრცეში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისო ლეგიტიმაციისთვის მნიშვნელოვანი ტერმინოლოგიის შეცვალში ადანაშაულებს. მათი განცხადებით, კანონში მოხდა ტერმინ "საოკუპაციო ხაზის" ფორმულირება "გამყოფი ხაზით", რითაც იქმნება ნიადაგი, რომ რუსეთს საშუალება მიეცეს, დაუბრუნდეს თავისი როლისა და საქართველოს ტერიტორიებზე წლების წინ გაჩაღებული აგრესიის 1992-1994 წლების ფორმულას, რომლის თანახმად კონფლიქტი შიდა ქართულია, საზოგადოება გაყოფილია ეთნიკურ ნიადაგზე, ხოლო რუსეთი - შუამავალი.

იხილეთ გადაცემა "რეზიუმე" ვრცლად