loader

წიგნიერი შობა-ახალი წელი "პალიტრა L"-ისგან - წიგნის ბაზრობა სპორტის სასახლეში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წიგნიერი შობა-ახალი წელი "პალიტრა L"-ისგან - წიგნის ბაზრობა სპორტის სასახლეში

წიგნიერი შობა-ახალი წელი - ამ სახელწოდების ღია ბაზრობას სპორტის სასახლის ფოიეში "პალიტრა L" მასპინძლობს. საახალწლო ბაზრობაზე "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული საბავშვო ლიტერატურის მრავალფეროვანი სპექტრია წარმოდგენილი.

გამოფენა-გაყიდვა გრანდიოზული 3D სპექტაკლის "ყინულის დედოფლის" პარალელურად იმართება, რომელზე დასასწრებად მისულ მაყურებელს დიდი ფასდაკლებით შეუძლია შეიძინოს "პალიტრა L"-ის გამოცემები.

სასაჩუქრე აქციები, 2-ლარიანი წიგნები, 10-20% მდე ფასდაკლება და კიდევ უამრავი სიურპრიზი - "პალიტრა L"-მა საახალწლოდ ყველა თაობის მომხმარებელზე იზრუნა. ბაზრობა 27 დეკემბრიდან დაიწყო და 1 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. გამომცემლობა ამ ბაზრობით კიდევ ერთხელ ხაზს უსვამას , რომ "წიგნი - საუკეთესო საჩუქარია".