loader

ირაკლი კაკაბაძემ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ჩვენება მისცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი კაკაბაძემ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ჩვენება მისცა

უფლებდამცველი ირაკლი კაკაბაძის განცხადებით, გარდაცვილილი პრემიერი ზურაბ ჟვანია იარაღით ვაჭრობის საერთაშორისო მაფიას შეეწინააღმდეგა. კაკაბაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგლა ჟვანია მთავარ პროკურატურაში თითქმის ოთხი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

პროკურატურის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარში კაკაბაძემ აღნიშნა, რომ იგი მოწმის სტატუსით დაკითხეს და გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის შესახებ, რომელიც იარაღით უკანონოდ ვაჭრობდა და ამ "მაფიის ნათლიმამა" იყო თემურ ალასანია - მიხეილ სააკაშვილის ბიძა.

ირაკლი კაკაბაძის თქმით, საქართველოში არსებობდა და არსებობს ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები იკვეთებოდა და რომელსაც კანონის დაცვის სახელით ზურაბ ჟვანია წინ აღუდგა. ეს მოხდა 2004 წლის 18-20 დეკემბერს.