loader

ვოლგოგრადის რკინიგზის სადგურში ბომბი აფეთქდა - მსხვერპლის რაოდენობა იზრდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვოლგოგრადის რკინიგზის სადგურში ბომბი აფეთქდა - მსხვერპლის რაოდენობა იზრდება

ვოლგოგრადში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

"ინტერფაქსი" კი იუწყება, რომ ვოლგოგრადის რკინიგზის სადგურში ბომბი აფეთქდა. ჯერჯერობით დაუდგენელი ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობა შენობის შესავლელში ამოქმედდა.

რკინიგზის სადგურიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ტერიტორია სამართალდამცავებს აქვთ შემოღობილი. ადგილზე ერთმანეთის მიყოლებით მიდიან სასწრაფო დახმარების მანქანები. ჯერჯერობით უცნობია დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა. სამართალდამცავები არ გამორიცხავენ, რომ დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.

საბოლოო მონაცემები მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით უცნობია, რადგან დაღუპულთა რიცხვი იზრდება.

ასევე იხილეთ: ვოლგოგრადის რკინიგზის სადგურში მომხდარი აფეთქების კადრები