loader

პატრიარქმა მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის მშენებლები და არქიტექტორები დალოცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქმა მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის მშენებლები და არქიტექტორები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლები და არქიტექტორები დალოცა. 29 დეკემბერი ანგია წინასწარმეტყველის ხსენების დღეა, რომელიც მშენებლების მფარველად ითვლება. დღესასწაულთან დაკავშირებით უწმინდესმა სამების საკათედრო ტაძარში მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლები და არქიტექტორები მიიწვია.

უწმინდესმა დალოცა ტაძრის ხუროთმოძღვარი ომარ ნაფეტვარიძე, ასევე სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ბკ კაპიტალის" პრეზიდენტი შოთა ნაფეტვარიძე და მას საჩუქრად ანგია წინასწარმეტყველის ხატი გადასცა. მახათას ტაძრის აღმშენებლებს ფონდისგან "ივერიისა" საჩუქრად ხატები და კალენდრები გადაეცათ.