loader

კომუნალური ვაუჩერების დაფინანსებაში შესაძლოა, პრობლემები შეიქმნას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კომუნალური ვაუჩერების დაფინანსებაში შესაძლოა, პრობლემები შეიქმნას

დედაქალაქის მერია თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის შეცვლას არ აპირებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილმა განუცხადა.

მისი განცხადებით, ბიუჯეტში თანხები ზუსტად იმ მოცულობით არის გაწერილი, რაც სჭირდება ამა თუ პროექტს, კერძოდ, ანძის შეკეთებას, სოციალურ დახმარებებს. მან ტყუილი უწოდა იმ ფაქტს, რომ ბიუჯეტი სოცდახმარებისაკენ ორიენტირებული არ არის. კერძოდ, მისი თქმით, ბიუჯეტის მოცულობის 22% სოციალური და ჯანდაცვის ხარჯებისკენ არის მიმართული. პაპუნა პეტრიაშვილმა აღნიშნა, არც ერთი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სოციალურ ხარჯებზე ამ მოცულობის თანხები გათვალისწინებული არ არის.

პეტრიაშვილმა დასძინა, რომ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა პრობლემებს შეუქმნის ისეთი მსხვილი პროექტების განხორციელებას, როგორებიც არის ავტობუსების შესყიდვა, 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, კომუნალური ვაუჩერის დასაფინანსებელი ხარჯები და ა.შ.

საკრებულომ, ხმათა უმრავლესობით, თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტი გუშინ ჩააგდო.