loader

"გია ხუხაშვილისნაირი პირები საბრალდებო სკამზე უნდა დასხდნენ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გია ხუხაშვილისნაირი პირები საბრალდებო სკამზე უნდა დასხდნენ"

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა გია ხუხაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თხოვნით პროკურატურაში დღეს განცხადება შეიტანა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, ის ითხოვს, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა გია ხუხაშვილის მიმართ თანამდებობის ბოროტად გამოყენების, კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობისა და ადვოკატის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო.

ხატიაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური მრჩევლის რანგში გია ხუხაშვილის მიერ ზარის განხორციელება ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან, რასაც თავად გია ხუხაშვილიც ადასტურებს, არის ადვოკატისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა. ამასთან, მისივე განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური მრჩევლის რანგში გია ხუხაშვილის მხრიდან ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას და სხვა ადვოკატების საუბრის ჩაწერა მათი წინასწარი ინფორმირების გარეშე უკანონოა, რაც დასჯადი ქმედებაა.