loader

მიხეილ სააკაშვილი ახალ წელს ნიუ იორკიდან ულოცავს საქართველოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილი ახალ წელს ნიუ იორკიდან ულოცავს საქართველოს

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ ნიუ იორკში იმყოფება, სადაც ის, მისივე თქმით, რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში რეფორმების პროგრამაზე მუშაობს. 2014 წლის 1-ელ იანვარს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის Facebook-ის გვერდზე მიხეილ სააკაშვილის, დავით საყვარელიძისა და გიორგი ვაშაძის საახალწლო მილოცვა გავრცელდა, რომელიც ნიუ იორკში სამოყვარულო კამერით, სავარაუდოდ, მობილური ტელეფონის მეშვეობით არის ჩაწერილი.

"გილოცავთ ახალ წელს! ჩვენ მეგობრებთან ერთად ვხვდებით ახალ წელს ნიუ იორკში. და მთავარი, რაც არის, დარწმუნებული ვარ, საქართველო გადალახავს სიძნელეებს, დაუბრუნდება თავის განვითარების ძალიან ჩვეულ და მნიშვნელოვან გზას. ჩვენ არ შეიძლება ამოვვარდეთ მსოფლიო განვითარების გზიდან, ჩვენ არ შეიძლება ჩამოვრჩეთ მსოფლიო პროცესებს. საქართველო იყო ამ მსოფლიო პროცესების წინ და უნდა დაბრუნდეს მოწინავე რიგებში. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი ხალხი. ძალიან მიყვარხართ ყველანი და მინდა მოგილოცოთ ახალი წელი ამ მსოფლიო დედაქალაქიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ და დავრჩებით ყველაზე მაგრებად", - მიხეილ სააკაშვილი.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია