loader

ინგლისური ულაყი საჩუქრად იუბილარ პატრიარქს - სადღესასწაულო მიღება საპატრიარქოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინგლისური ულაყი საჩუქრად იუბილარ პატრიარქს - სადღესასწაულო მიღება საპატრიარქოში

სუფთა ჯიშის ინგლისური ულაყი, სახელად ევანსი, ერთ-ერთია იმ საჩუქართაგან, რომელიც პატრიარქმა 81 წლის იუბილის აღსანიშნავად მიიღო. 3 წლის ცხენი ყულარის ცხენსაშენიდანაა, თუმცა საჩუქრის ავტორი უცნობია.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის 81 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საპატრიარქოში მიღება რამდენიმე საათს გაგრძელდა. პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

უწმინდესს იუბილე ჯერ პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მიულოცეს. მოგვიანებით, კი იუბილარი პატრიარქი საქართველოს პრეზიდენტმა ოჯახის წევრებთან ერთად მოინახულა.

ასევე იხილეთ: პრემიერმა და მინისტრებმა პატრიარქს იუბილე ოჯახებით მიულოცეს