loader

მომლოცველთა რიგები მამა გაბრიელის საფლავთან - ვინ რას სთხოვს წმინდანს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მომლოცველთა რიგები მამა გაბრიელის საფლავთან - ვინ რას სთხოვს წმინდანს

მეორე დღეა, მამა გაბრიელის საფლავზე მომლოცველთა ნაკადი არ წყდება. მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში, მამა გაბრიელის საფლავზე მომლოცველები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან მიდიან. ძირითადად, მომლოცველები ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას სთხოვენ მამა გაბრიელს.

ქალაქში ავტომობილების შესვლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს. რაც შეეხება უშუალოდ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიას, პატრულის თანამშრომლები მომლოცველებს ორგანიზებულად გადაადგილებაში ეხმარებიან. როგორც მომლოცველები აცხადებენ, მათ გაიგეს დედა პარასკევას ხილვის შესახებ და სწორედ ამიტომ ჩავიდნენ მცხეთაში.

დედა პარასკევას ჰქონდა მინიშნება, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც შობამდე მცხეთაში, მის საფლავთან ან ციხისჯვარში, მამა გაბრიელის სახელობის მონასტერში მივა, რწმენით ნათხოვი ორი სურვილი შეუსრულდება.

ასევე იხილეთ:

"არავითარი ხილვა არ მქონია... ვიღაცამ სხვანაირად გამოიყენა" - დედა პარასკევა

დედა პარასკევას თხოვნა მამა გაბრიელისადმი და მრევლი სასწაულის მოლოდინში