loader

როგორ შეხვდნენ შობას ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ შეხვდნენ შობას ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა.

ჰელმანდის პროვინციაში, საზღვაო ქვეითების ბაზა "ლეზერნიკზე" განლაგებულ 31-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას შობის დღესასწაული საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი გეგეჭკორმა, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ და პირველი ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი შენგელიამაც მიულოცეს.

გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები საშობაო ლიტურგიას, ქართველ სამხედროებთან ერთად, ბაზაზე არსებულ ქართულ სამლოცველოში დაესწრნენ. საზეიმო წირვა-ლოცვა 31-ე ბატალიონის კაპელანმა, მამა ავთანდილმა აღავლინა.

ქართული სამხედრო კონტინგენტის მონახულებისას, გენ-შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა კაპანაძემ 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლები - "სამშობლოსათვის თავდადებული" გადასცა.