loader

შაურმით თბილისში 9 ადამიანი მოიწამლა - რა სანქციები ემუქრება საშაურმეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შაურმით თბილისში 9 ადამიანი მოიწამლა - რა სანქციები ემუქრება საშაურმეს

ლესელიძის 12 ნომერში მდებარე საშაურმეში ნაყიდი შაურმით 7 იანვარს 9 ადამიანი მოიწამლა. პაციენტები საკვებისმიერი ინტოკსიკაციის დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სტაციონარში მკურნალობას ამჟამად 5 მათგანი განაგრძობს.

"შპს ლესელიძე 2014" გასული წლის დეკემბერში დარეგისტრირდა და სულ რამდენიმე დღეა მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტს "შაურმა შეშაზე" ჰქვია, აქ შაურმას გაზზე ამზადებენ. "ლესელიძე 2014"-ში მომხმარებლის ხორცით ინტოკსიკაციას გამორიცხავენ.

სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნულ შემთხვევაზე ლაბორატორიულ დასკვნას რამდენიმე დღეში დადებს. სააგენტოს სპეციალისტებმა "შპს ლესელიძე 2014"-ში საკვები პროდუქტების ნიმუშები უკვე აიღეს და ლაბორატორიაში გადააგზავნეს.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია