loader

"შემოვარდა პროკურორი და შეაფურთხა ადვოკატს" - პროკურატურაში დაპირისპირების დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შემოვარდა პროკურორი და შეაფურთხა ადვოკატს" - პროკურატურაში დაპირისპირების დეტალები

8 იანვარს მთავარი პროკურატურის შენობაში პროკურორი ლევან ბაჩიაშვილი და ადვოკატი რომეო საჯაია ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა პროკურატურაში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა. მისივე შეფასებით, რომეო საჯაია, რომელიც აქტიურად იცავს თავის დაცვის ქვეშ მყოფებს, ხელისუფლების სამიზნე გახდა, რადგან დაინახეს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის ბრალის დამტკიცება უჭირთ.

თავად ადვოკატ რომეო საჯაიას განცხადებით, ყველა საქმე, რომელშიც თავად მონაწილეობდა, ბაჩიაშვილმა წააგო, რამაც პროკურორის მხრიდან აგრესია გამოიწვია.

ზაზა ხატიაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართავს და საქმეში ჩართვას სთხოვს.