loader

რა სანქციები დაწესდა 112-ზე ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა სანქციები დაწესდა 112-ზე ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის

112-ზე ზარის არამიზნობრივად განხორციელებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობა და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა კანონით განისაზღვრა.

შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განისაზღვრა დასჯის ზომები და სასჯელი გამკაცრდა იმ პირთა მიმართ, ვინც გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერ 112-ს არამიზნობრივად გამოიყენებს ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების განხორციელების მიზნით. მშობლის ან მისი შემცვლელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება შემდეგი კანონდარღვევების შემთხვევაში: 14 წლამდე არასრულწლოვნის მიერ 112-ზე ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება გამოიწვევს მშობლის ან მისი შემცვლელი პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2500 ლარით. 16 წლამდე მოზარდის მიერ 112-ზე არამიზნობრივი და ცრუ ზარის განხორციელება გამოიწვევს მშობლის ან მისი შემცვლელი პირის დაჯარიმებას 100-დან 300 ლარამდე ოდენობის თანხით.

უშუალოდ ზარის ინიციატორის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება შემდეგი კანონდარღვევების შემთხვევაში: 14 წლის ზევით მოზარდის მიერ 112-ზე ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების განხორციელება ისჯება გამოსასწორებელი სამუშაო ვადით 1-დან 2 წლამდე ან 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, გარემოებათა გათვალისწინებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5- დან 7 წლამდე. 16 წლის ზევით პიროვნება 112-ზე არამიზნობრივი ზარის სისტემატურად განხორციელებისათვის დაისჯება 300 ლარის ოდენობით. 1 წლის განმავლობაში აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩამდენი პირი დაჯარიმდება 400 ლარის ოდენობით.

ასევე, 16 წლის ზევით პიროვნება ცრუ ზარის განხორციელების შემთხვევაში დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით. 1 წლის განმავლობაში აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩამდენი პირი დაჯარიმდება 1000 ლარით ან დაისჯება 15 დღე-ღამემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით.

აღსანიშნავია, რომ ცრუ შეტყობინების მიწოდების შემთხვევაში მოქალაქეს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუ 112-ზე შეტყობინების განხორციელების მიზეზი მის მიერ გარემოებათა არასწორი, სუბიექტური შეფასებაა, როდესაც ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, პირმა შეიძლება ივარაუდოს გადაუდებელი დახმარების აუცილებლობა.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია