loader

"კანონიერი ქურდების თემა ვინ აწია?!" - ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კანონიერი ქურდების თემა ვინ აწია?!" - ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე

კანონიერ ქურდობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსი არ გადაიხედება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ ტელეარხებზე გასული სიუჟეტებით დაინტერესდა, სადაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები შეიმჩნეოდა.

პრემიერის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ კეთდება უპასუხისმგებლო განცხადებები და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლების პოზიცია ურყევია - ქურდულ სამყაროსთან მიდგომა არ გადაიხედება.

ამასთან, მთავრობის სხდომის დაწყებამდე ირაკლი ღარიბაშვილი საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებითაც დაინტერესდა და მთავრობის წევრებს კანონპროექტების წარდგენამდე უწყებებს შორის მეტი კოორდინაციისა და საკითხების შეთანხმებისკენ მოუწოდა.