loader

"საქართველო ღვინის სიყვარულისთვის" - ფრანგული ტელეარხის ფილმი ქართულ ღვინოზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველო ღვინის სიყვარულისთვის" - ფრანგული ტელეარხის ფილმი ქართულ ღვინოზე

საფრანგეთის წამყვანმა კულტურულ-შემეცნებითმა ტელეარხმა ARTE-მ ქართული ღვინის, მისი ტრადიციების, ქვევრისა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიების შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოაწყო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფილმი, სახელწოდებით "საქართველო ღვინის სიყვარულისთვის", ტელეარხმა ARTE-მ 2009 წელს გადაიღო.

ფილმში აღნიშნულია, რომ კომუნისტურ ეპოქაში საქართველო მიჩნეული იყო, როგორც საბჭოთა კავშირის მარანი. მისი დაშლის შემდეგ კი ღვინო რჩებოდა ქვეყნის ექსპორტის მთავარ საგნად, თუმცა 2006 წელს რუსეთის ემბარგო, სხვადასხვა პროდუქციასთან ერთად, ქართულ ღვინოსაც შეეხო. მიუხედავად ამისა, ქართველმა მეღვინეებმა ახალი ბაზრების ძიების პარალელურად, სრული დატვირთვით გააგრძელეს წარმოება.