loader

ზურაბ ჟვანიას ფონდის პრეზენტაციას ყოფილი პრემიერის ქალიშვილი და დედა დაესწრნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზურაბ ჟვანიას ფონდის პრეზენტაციას ყოფილი პრემიერის ქალიშვილი და დედა დაესწრნენ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ფონდის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. პრეზენტაციას ფონდის დამფუძნებლები და ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. როგორც დამფუძნებლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ფონდი ყოფილი პრემიერის დედისა და ქალიშვილის - ლიზი ჟვანიას ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზანი დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა, კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობა იქნება.

ფონდი შარტავას ქუჩაზე იმ შენობაში განთავსდა, სადაც ზურაბ ჟვანია ცხოვრობდა. ფონდის ოფისში ასევე განთავსებულია ზურაბ ჟვანიას სამუშაო მაგიდა და პირადი ნივთები.