loader

ოპერისა და ბალეტის თეატრის დასი სამხატვრო ხელმძღვანელს უპირისპირდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოპერისა და ბალეტის თეატრის დასი სამხატვრო ხელმძღვანელს უპირისპირდება

ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის შემოქმედებითი დასი სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი ჟორდანიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. შემოქმედებით კოლექტივში აცხადებენ, რომ კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული ხელმძღვანელები არაკვალიფიციურები და არაპროფესიონალები იყვნენ. ისინი სამინისტროსგან მოითხოვენ, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი თავად თეატრმა აირჩიოს.

დასის წევრების მტკიცებით, ისინი ყველა დაგეგმილ პრემიერასა და ღონისძიებას გააუქმებენ. ამასთან, თეატრის მთავარმა დირიჟორმა ჯანლუკა მარჩიანომ შესაძლოა კულტურის სამინისტროს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართოს.