loader

მიუსაფართა თავშესაფარში ქალი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიუსაფართა თავშესაფარში ქალი გარდაიცვალა

თბილისში, მოსკოვის გამზირზე მდებარე მიუსაფართა თავშესაფარში 60 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა. როგორც თავშესაფარში მყოფი ერთ-ერთი პირი აცხადებს, გარდაცვლილი კარვებში ფსიქიატრიული კლინიკიდან გადაიყვანეს, მას ხილვები აწუხებდა და გადაადგილებაც უჭირდა. გარდაცვლილის დიაგნოზი დადგენილი არ არის და სიკვდილის მიზეზს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.

დღეს, მიუსაფართა თავშესაფარში ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი მახათაძე იმყოფებოდა. მინისტრის მოადგილემ და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძვანელმა ზურაბ უტიაშვილმა უსახლკაროების პრობლემები მოისმინეს, სამედიცინო პერსონალმა კი კარვებში მყოფ პირებს სამედიცინო დახმარება გაუწია.

რაც შეეხება დაღუპულ ქალს, დიმიტრი მახათაძის თქმით, გარდაცვლილის სახელი და გვარი ცნობილია და მისი ახლობლებისა და ნათესავების მოძიება მიმდინარეობს.