loader

ხმაური ოპერისა და ბალეტის თეატრში - დასის წევრები ჟორდანიას გადადგომამდე რეპეტიციებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური ოპერისა და ბალეტის თეატრში - დასის წევრები ჟორდანიას გადადგომამდე რეპეტიციებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ

ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის შემოქმედებითი დასის უმრავლესობა სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი ჟორდანიას თანამდებობიდან გადადგომამდე რეპეტიციებში მონაწილეობას არ აპირებს.

დასს თეატრის დირექტორმა გოგი კილაძემ მოუსმინა. შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სოლისტების უმრავლესობა გიორგი ჟორდანიას უნიჭო ხელმძღვანელად მიიჩნევს და მის გადადგომას ითხოვს.

იმ შემთხვევაში, თუ კულტურის სამინისტრო დასის აღნიშნულ მოთხოვნას არ დათანხმდება, მომღერლები რეპეტიციებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

დასის წევრების ცნობით, გიორგი ჟორდანია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მის წინააღმდეგ განწყობილი მომღერლები "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან. მომღერლები ამ ფაქტს გამიზნულ პროვოკაციად აფასებენ და თეატრიდან გიორგი ჟორდანიას დაუყოვნებლივ წასვლას მოითხოვენ.