loader

ადამიანი ეჩვევა უსაქმობას და სიღარიბეს - ილია მეორე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ადამიანი ეჩვევა უსაქმობას და სიღარიბეს - ილია მეორე

საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით დაინტერესებული პირებისთვის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი უძღვებოდა. პატრიარქმა უცხოეთში სხვადასხვა დროს ვიზიტებისას ნანახი საწარმოების შესახებ ისაუბრა, რომელთა მფლობელებმაც ბიზნესის განვითარება მცირე თანხებით დაიწყეს. კერძოდ, ეს იყო რძის, მეფრინველეობის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მწარმოებელი საწარმოები. უწმინდესმა მაგალითების მოყვანის შემდეგ აღნიშნა, რომ მსგავსი საწარმოების გაკეთება საქართველოშიც შეიძლება და სიღარიბესა და უმუშევრობას არ შეურიგდნენ.