loader

ირაკლი ალასანია ძველით ახალ წელს სამხედროებთან ერთად შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანია ძველით ახალ წელს სამხედროებთან ერთად შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ძველით ახალი წელი სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ალასანია გორში, V ქვეით ბრიგადას ესტუმრა და ჯარისკაცებს 2014 წლის დადგომა კიდევ ერთხელ მიულოცა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მათ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

V ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს ახალი წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამაც მიულოცეს.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე