loader

სერგეენკომ და ნარმანიამ არასამთავრობოებს თავშესაფართან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა გააცნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სერგეენკომ და ნარმანიამ არასამთავრობოებს თავშესაფართან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა გააცნეს

საქართველოს მთავრობამ არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიუსაფართა თავშესაფართან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა გააცნო.

შეხვედრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა და მას ჯანდაცვის და რეგიონული განვითარების მინისტრები, დავით სერგეენკო და დავით ნარმანია ხელმძღვანელობდნენ. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ის ახალი წესი გააცნეს, რომლითაც მიუსაფართა თავშესაფრების მოვლა-პატრონობა მომავალში მოხდება.

მთავრობის წევრების განმარტებით, ახალი გეგმა საერთაშორისო პრაქტიკის და ნორმების გათვალისწინებით შემუშავდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიუსაფართა თავშესაფართან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმა ერთსულოვნად მოიწონეს.

პროცედურის მიხედვით, აღნიშნული სამოქმედო გეგმა მთავრობას განსახილველად მომავალი კვირის სხდომაზე წარედგინება.