loader

"გუდაურის თბილისობას დავცინოდი და არ მინდა იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდეთ" - თინა ხიდაშელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გუდაურის თბილისობას დავცინოდი და არ მინდა იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდეთ" - თინა ხიდაშელი

თინა ხიდაშელის განცხადებით, არსებობს კანონიერი საფუძველი იმისა, რომ დღესაც პარლამენტის საქმიანობა მიმდინარეობდეს თბილისში, გარდა სასესიო სხდომებისა. ამის შესახებ დეპუტატმა "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა მისი კოლეგის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებას, რომელიც პარლამენტის თბილისში დაბრუნებას ეხება.

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონმა ზურაბმა იხუმრა. თავის დროზე ძალიან დავცინოდი გუდაურის თბილისობას და ნამდვილად არ მინდა იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდეთ", - განაცხადა ხიდაშელმა.

თბილისში, რუსთაველის 8-ში მდებარე პარლამენტის შენობა შესაძლოა, ქუთაისს გადაეცეს და ტერიტორიაც, რომელზეც პარლამენტის ისტორიული შენობაა განთავსებული, ქუთაისის გახდეს. არ არის გამორიცხული, საპარლამენტო საქმიანობის თბილისში განახლების მიზნით მმართველმა გუნდმა სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან კონსტიტუციაში დაფიქსირებულ ჩანაწერს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისია, შეცვლის პერსპექტივა ჯერ არ აქვს.

იხილეთ: "შეხვალ შენობაში და იქნები ქუთაისში" - თბილისში მდებარე პარლამენტის შენობა შესაძლოა, ქუთაისს გადაეცეს