loader

"სხვა ყანჩელი" ფილარმონიაში და ოთხი ბგერა, რომლითაც კომპოზიტორმა მსმენელი გააცილა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სხვა ყანჩელი" ფილარმონიაში და ოთხი ბგერა, რომლითაც კომპოზიტორმა მსმენელი გააცილა

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხელოვნების ხელშეწყობის ფონდ "ავტოგრაფის" ორგანიზებით, კონცერტი "სხვა ყანჩელი" გაიმართა.

ორგანყოფილებიან მუსიკალურ საღამოზე გია ყანჩელის ოცდახუთამდე ცნობილი ნაწარმოები განსხვავებული ინტერპრეტაციით ლატვიელმა, ამერიკელმა და ქართველმა ჯაზმენებმა ააჟღერეს.

კონცერტში მონაწილეობდნენ: ლატვიური ჯაზ-ბენდი Xylem Trio, ჯაზ-შემსრულებელი აშშ-იდან ალესსანდრა ფილომენა; ასევე, ქართველი შემსრულებლები: გიორგი კიკნაძე, პაპუნა შარიქაძე, რეზო კიკნაძე და პავკა კვაჭაძე.

კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. საღამოს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრები და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად