loader

ირაკლი ალასანია "მწვანე ბერეტის" წვრთნას დაესწრო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანია "მწვანე ბერეტის" წვრთნას დაესწრო

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე აშშ-ის შეიარაღებული ძალების შესაბამისი სტანდარტის სპეცდანიშნულების კურსი "მწვანე ბერეტი" მიმდინარეობს. დღეს გეგმიურ წვრთნას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ.

კურსის გავლის სურვილი სხვადასხვა დანაყოფიდან 800-მდე სამხედრო მოსამსახურემ გამოთქვა. სწავლის გაგრძელებისთვის ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის 2 წელიწადზე მეტი გამოცდილება წარმოადგენდა. მსურველებს ჩაუტარდათ ტესტირება უნარ-ჩვევებსა და ფიზიკურ მომზადებაში. გათვალისწინებულ იქნა მეთაურის რეკომენდაციებიც. ეს მოთხოვნები მხოლოდ 240-მა ჯარისკაცმა დააკმაყოფილა. კარანტინის ეტაპი 72-მა სამხედრომ გაიარა, ამ ეტაპზე კი წვრთნებს 44 სამხედრო მოსამსახურე გადის. მათ 90 პროცენტს ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილეობის გამოცდილება აქვს მიღებული.