loader

ნინოწმინდის მცხოვრებმა პოლიციას საბრძოლო მასალა ჩააბარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნინოწმინდის მცხოვრებმა პოლიციას საბრძოლო მასალა ჩააბარა

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში ქალაქ ნინოწმინდაში მცხოვრებმა, 1979 წელს დაბადებულმა სამველ ა-მ პოლიციაში ნებაყოფლობით წარადგინა და ჩააბარა დაზგის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმმტყორცნის ჭურვები: 6 ცალი "პეგა-15-პ" და 6 ცალი "პეგა-9"; ასევე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის, "ა-კა-ეს"-ის 12 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია