loader

ელექტროენერგიის ჩართვის მოთხოვნით აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქცია გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ელექტროენერგიის ჩართვის მოთხოვნით აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქცია გაიმართა

სოციალურად დაუცველმა მოსახლეობამ აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს "ენერგო-პრო ჯორჯიასთან" შუამდგომლობის და ელექტროენერგიის ჩართვის თხოვნით მიმართეს.

ხელვაჩაურში, 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრები მარინა ბერიძე აცხადებს, რომ სადენები და მრიცხველები შეიძინეს, თუმცა, ელექტროენერგიას "ენერგო-პრო ჯორჯია" მთავრობის წარმომადგენლების შუამდგომლობის გარეშე არ ურთავს.

აქციის მონაწილეებს უმაღლესი საბჭოს დეპუტატები შეხვდნენ და საკითხში გარკვევას დაჰპირდნენ. შეხვედრის დროს აქციის მონაწილეებმა დეპუტატებს მიმართეს, რომ ხალხის არჩეულები არიან და პრობლემა უნდა მოუგვარონ.