loader

მიხეილ სააკაშვილმა "ლინკოლნ ცენტრში" ლიზა ბათიაშვილის კონცერტი მობილურით მალულად გადაიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილმა "ლინკოლნ ცენტრში" ლიზა ბათიაშვილის კონცერტი მობილურით მალულად გადაიღო

საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელით "ფეისბუქზე" ვრცელდება ვიდეო "ლიზა ბათიაშვილის კონცერტი ლინკოლნ ცენტრში". ვიდეოს ავტორის ემოციური პოსტიც ახლავს, სადაც ვკითხულობთ: "ცოტა ხნის წინ, დღეს ალბათ ყველაზე სახელგანთქმულმა დირიჟორმა დენიელ ბარენბოიმმა მითხრა - ქართველებმა უნდა იამაყოთ, ვინაიდან დღესდღეობით მსოფლიოს პირველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილია.

ფენომენალური ლიზა რამდენიმე დღის განმავლობაში დიდი წარმატებით გამოდიოდა ამერიკის მთავარ მუსიკალურ დარბაზში ლინკოლნ ცენტრში. ათობით ათასი მაყურებელი ბოლომდე გადაჭედილ დარბაზში, ფეხზე დგომითა და მხურვალე ოვაციებით ხვდებოდა მას. “New York Times”-მა აღფრთოვანებული სტატია მიუძღვნა მას.

მე ბოლო კონცერტზე მივედი და მიუხედავად იმისა, რომ გადაღება ლინკოლნ ცენტრში მკაცრად აკრძალულია, წესების დარღვევით, ჩემი მობილურით, ჩუმად მაინც გადავიღე ლიზას ტრიუმფის პატარა მონაკვეთი.

მაგარი გრძნობაა, როდესაც თანამემამულე ასეა დაფასებული. თან, ვინაიდან ლიზა სულ ხაზს უსვამს და ამაყობს თავისი ქართველობით, მისი წარმატება ეხმარება მის ქვეყანასაც, რაც საბოლოო ჯამში ჩვენთვის უმთავრესი უნდა იყოს.
არ შემეძლო ეს შთაბეჭდილება თქვენთვის არ გამეზიარებინა", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე