loader

აჭარელი ფერმერები მანდარინს ყრიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აჭარელი ფერმერები მანდარინს ყრიან

ქობულეთის რაიონის სოფელ ხალაში ფერმერების ნაწილმა ციტრუსი გადაყარა. სოფელ ხალას მოსახლეობა აცხადებს, რომ წელს განსაკუთრებით უხვი მოსავალი იყო, რისი რეალიზაციაც ვერ შეძლეს და იძულებული არიან გაფუჭებული მანდარინი გადაყარონ.

როგორც ხალაში მცხოვრებმა გურამ შაქარიშვილმა განაცხადა, რეალიზაციის პრობლემის გამო ციტრუსის დაკრეფას აზრი არ აქვს.

სოფელ ხალაში იმყოფებოდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ბარამიძე, რომელმაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენება მოსთხოვა.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე კი აცხადებს, რომ ფერმერებმა მხოლოდ ვადაზე გვიან დაკრეფილი, გაყინული მანდარინი გადაყარეს და სუბსიდიის მიღების მხრივაც არ შექმნიათ პრობლემები.