loader

ზღვის კურთხევის აიაზმა ბათუმში: მრევლის განბანვის რიტუალში მონაწილეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც მიიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზღვის კურთხევის აიაზმა ბათუმში: მრევლის განბანვის რიტუალში მონაწილეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც მიიღო

ბათუმში ნათლისღების დადგომისას, ღამით, ზღვის კურთხევის აიაზმა შესრულდა, რომელსაც მრევლის განბანვის ტრადიციული ცერემონია მოჰყვა.

რამდენიმე ასეული ადამიანი გვიან ღამით ზღვის სანაპიროზე შეიკრიბა. ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ წყალი აკურთხა, რის შემდეგაც მრევლი ზღვაში შევიდა და ცოდვების განწმენდის სიმბოლურ რიტუალში მიიღო მონაწილეობა. 

განბანვის რიტუალში მონაწილეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემაც მიიღო. მან საქართველოს მოსახლეობას ნათლისღება მიულოცა და აღნიშნა, რომ განბანვის რიტუალში მონაწილეობა მეორედ მიიღო.

განბანვის ტრადიცია მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით 20 წლის წინ აღდგა და ყოველ წელს ნათლისღების ღამეს სრულდება.