loader

”ასხურეთ ნაკურთხი წყლით სახლები, ეზო-კარი, ქუჩები” - პატრიარქმა ნათლისღების დღესასწაულზე წყალკურთხევის რიტუალი შეასრულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

”ასხურეთ ნაკურთხი წყლით სახლები, ეზო-კარი, ქუჩები” - პატრიარქმა ნათლისღების დღესასწაულზე წყალკურთხევის რიტუალი შეასრულა

დღეს განსაკუთრებით გადმოდის სულიწმინდა და გეძლევათ ლოცვა-კურთხევა მთელ საქართველოს, ასხუროთ ნაკურთხი წყალი სახლებში , ოჯახებში, ეზო-კარში, საქონელს, ქუჩებს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ნათლისღების დღესასწაულისადმი მიძღვნილი ქადაგების დროს განაცხადა.
როგორც პატრიარქმა ბრძანა, ტაძრიდან გასულ მრევლს აქვს კურთხევა, ქუჩებში ასხუროს ნაკურთხი წყალი. "ამით მადლი უფლისა გადმოვა ყველგან და უპირველეს ყოვლისა თქვენზე", - აღნიშნა უწმინდესმა.

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდა. წყალი უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.

პატრიარქმა ახლად ნაკურთხი წყალი ტაძარში მომლოცველებს ასხურა. ამის შემდეგ მრევლს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლება.
ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით - ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დოს.
წმინდა სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ".

იხილეთ ასევე: დღეს ყოველ ადამიანზე გადმოდის სულიწმინდა, ვინც რწმენით, სიყვარულით და სასოებით ელოდება მას - ილია მეორე