loader

ნათლისღების დღესასწაული ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედროებმა ბაზა „ლეზერნიკზე“ აღნიშნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნათლისღების დღესასწაული ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედროებმა ბაზა „ლეზერნიკზე“ აღნიშნეს

ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედროებმა აღნიშნეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედროებმა ნათლისღების დღესასწაული ბაზა „ლეზერნიკზე“ იზეიმეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სადღესასწაულო წირვა მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის მოძღვარმა მამა ავთანდილმა აღავლინა. მთავარი რელიგიური ცერემონიის დაწყებამდე ბატალიონის კაპელანმა წყალი აკურთხა და ბატალიონის პირადი შემადგენლობა დალოცა.

სადღესასწაულო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ მამა ავთანდილმა ქართველ ჯარისკაცებთან ნათლისღების საიდუმლოსა და იოანე ნათლისმცემლის შესახებ იქადაგა.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად