loader

მოძრაობა "მწვანე მუშტი" საყდრისის დასაცავად სახელმწიფო უწყებებს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოძრაობა "მწვანე მუშტი" საყდრისის დასაცავად სახელმწიფო უწყებებს მიმართავს

სტუდენტურმა მოძრაობა "მწვანე მუშტმა" თსუ-სთან საპროტესტო აქცია გამართა, სახელწოდებით - ერთად დავიცვათ საყდრისის უძველესი ოქროს მაღარო განადგურებისგან.

აქციის მონაწილეების განცხადებით, კომპანია RMG gold-ი ცდილობს, რომ ეს მაღარო კომპანიის პირადი ინტერესებისთვის გამოიყენოს და უძველესი ისტორიული ძეგლი გაანადგუროს.

თსუ-სთან აქციის შემდეგ მოძრაობის წევრები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებსასა და სასწავლო დაწესებულებაში მიმართვებს შეიტანენ. მიმართვის თანახმად, ისინი უწყებებისგან, მათ შორის, ეკონომიკისა და კულტურის სამინისტროებისგან პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვენ.

სხვადასხვა უწყებაში მიმართვების შეტანა 17.00 საათამდე გაგრძელდება, 17.00 საათზე კი მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია იგივე მოთხოვნით გაიმართება.