loader

ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი განიხილეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი განიხილეს

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
მთავრობის კანცელარიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ რამდენიმე საკითხზე იმსჯელა. მიიღეს გადაწყვეტილება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და საინვესტიციო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ.

საბჭომ ასევე განიხილა საქართველოს კანონი განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების შესახებ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიქმნება სტრატეგიული ობიექტების ნუსხა, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ცნება სტრატეგიული ობიექტების შესახებ გაუქმებული იყო, ახალი ხელისუფლება კი ამგვარი ობიექტების ნუსხის შექმნაზე მუშაობს.

სხდომაზე ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა პრემიერს საქართველოს ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობაზე ანგარიში წარუდგინეს. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, გასული წლის ოქტომბრისა და ნოემბრის დაზუსტებული მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა 4.1 და 8.1 % დაფიქსირდა. რაც შეეხება დეკემბრის თვის წინასწარ მონაცემებს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 8.5%-ით განისაზღვრება.