loader

ქუჩის პრობლემა "სქუფშოთერის" თვალით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუჩის პრობლემა "სქუფშოთერის" თვალით

"ეზოს პრობლემა": გვაჩვენეთ პრობლემა, რომელიც თქვენს სადარბაზოს, ეზოს ან ქუჩას აწუხებს - "პალიტრა ტვ"-ის ამ დავალებას აპლიკაცია scoopshot-ის საიტზე რამდენიმე ათეული მომხმარებელი გამოეხმაურა. გამოგზავნილი ფოტო/ვიდეოების უმრავლესობა ანტისანიტარიის, მოუწესრიგებელი სადარბაზოებისა და წყალგაყვანილობის პრობლემას შეეხებოდა. ჩვენ მათგან საუკეთესო ხუთი შევარჩიეთ და შევიძინეთ.

ერთ-ერთი ვიდეო, რომელსაც ახლა გთავაზობთ, მიწისქვეშა გადასასვლელების პრობლემას ეხება. ანტისანიტარია, მოუწყობელი ინფრასტრუქტურა და გაუსაძლისი სუნი - აპლიკაცია scoopshot-ით გადაღებულ ვიდეობლოგში "სქუფშოთერი" სწორედ ამ პრობლემას გვიჩვენებს.

"პალიტრა მედია" საშუალებას გაძლევთ, თავად მიიღოთ მონაწილეობა ახალი ამბების შექმნაში და თანაც ისე, რომ ამ თანამშრომლობით ფული გამოიმუშაოთ. გადაიღე, გააგზავნე, გამოიმუშავე - თუ გიყვართ ფოტო/ვიდეოს გადაღება, აპლიკაცია Scoopshot-ი სწორედ თქვენთვისაა.

იხილეთ ფოტოგალერეა "ჩემი ქუჩის პრობლემა"

დაწვრილებით აპლიკაციის შესახებ