loader

11 ათასი პატიმრის წამებისა და სიკვდილით დასჯის შემზარავი ფაქტები სირიაში (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

11 ათასი პატიმრის წამებისა და სიკვდილით დასჯის შემზარავი ფაქტები სირიაში (+18)

ასადის რეჟიმი სისტემატურად ეწეოდა პატიმრობაში მყოფი 11 ათასამდე ადამიანის წამებასა და მათ სიკვდილით დასჯას სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების დღიდან. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს, სამხედრო პოლიციის ყოფილი პროკურორების მიერ მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით.

CNN-ის ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის ყოფილმა ფოტოგრაფმა, რომელმაც სირიიდან გაქცევა შეძლო, ფარულად გაიტანა 11 ათასი მოკლული პატიმრის 55 ათასამდე ფოტო. ფოტოებზე აღბეჭდილ გარდაცვლილებს შიმშილის, არაადამიანური ცემისა და წამების კვალი აღენიშნებათ. მსხვერპლების უმრავლესობა 20-40 წლამდე ასაკისაა.

როგორც ფოტოგრაფმა გამომძიებლებს განუცხადა, მას გარდაცვლილი პატიმრების ფოტოს გადაღება ევალებოდა იმის დასამტკიცებლად, რომ სიკვდილით დასჯის ბრძანება ნამდვილად შესრულდა.