loader

ცეცხლმოკიდებული და მოწამლული სპეცრაზმელები - უკრაინის შსს ვიდეოს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცეცხლმოკიდებული და მოწამლული სპეცრაზმელები - უკრაინის შსს ვიდეოს ავრცელებს

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ასახულია ბარიკადების მიღმა არსებული სიტუაცია: ცეცხლმოკიდებული და მოწამლული სპეცრაზმელები. ბარიკადების ორ მხარეს განლაგებული დემონსტრანტები და "ბერკუტის" სპეცრაზმელები ერთმანეთს არ ინდობენ: აქციების მონაწილეები მილიციას ქვებსა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან, ძალოვნები კი - ტრავმატულ იარაღსა და ცრემლსადენ გაზს.

არსებული ინფორმაციით, ორდღიანი დაპირისპირებების შედეგად, დემონსტრანტების გარდა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებიც დაშავდნენ. უკვე 120-მა მათგანმა მიმართა სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოებს. უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, უმრავლესობას ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, სხვადასხვა სახის დამწვრობა და მოტეხილობები აღენიშნება. ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, სპეცრაზმელების ნაწილი უცნობი ნივთიერებითაა მოწამლული.

ასევე იხილეთ:

როგორ ესვრის "ბერკუტი" ჟურნალისტებს

ბრძოლის ველი კიევის ცენტრში - ქვები, "მოლოტოვის კოქტეილები", ცრემლსადენი გაზი