loader

"თბილისის ამ მთავრობას ყოველ დილა-საღამოს გამოვუცხადებდი უნდობლობას" - თინა ხიდაშელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თბილისის ამ მთავრობას ყოველ დილა-საღამოს გამოვუცხადებდი უნდობლობას" - თინა ხიდაშელი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის აზრით, თბილისის მთავრობა დათხოვნას იმსახურებს. როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, აზრი რომ ჰქონოდა, საკრებულოში ყოფნის დროს თბილისის მთავრობისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს ყოველ დილა-საღამოს დააყენებდა.

"მე რომ ამისი შესაძლებლობა მქონოდა, დედაქალაქის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს აუცილებლად დავაყენებდი ყოველ დილას და საღამოს, გამომდინარე ძალიან მაღალი ხარისხის უნდობლობიდან, რაც მის საქმიანობას უკავშირდება. ვფიქრობ, რომ თბილისის მთავრობის ის შემადგენლობა, რომელიც ამ წლების განმავლობაში არსებობს, სახლში გასაშვებია", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.