loader

ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი ახალი ქართული ხელისუფლების დიდი წარმატებაა - ირაკლი ალასანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი ახალი ქართული ხელისუფლების დიდი წარმატებაა - ირაკლი ალასანია

ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი ახალი ქართული ხელისუფლების დიდი წარმატებაა, – ამის შეასახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, სამხედრო კომიტეტის ვიზიტი ადასტურებს როგორც დიდ პატივისცემას იმ სამხედროებისადმი, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში გმირულად იბრძვიან ნატოელ პარტნიორებთან ერთად ავღანეთში და იცავენ საერთაშორისო უსაფრთხოებას, ასევე, ადასტურებს, რომ სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში გატარებული რეფორმები წარმატებულია.

ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში 11-12 თებერვალს გაიმართება.