loader

დედოფლისწყაროელმა ქალმა პოლიციას საბრძოლო მასალა ჩააბარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დედოფლისწყაროელმა ქალმა პოლიციას საბრძოლო მასალა ჩააბარა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში სოფელ ხორნაბუჯში მცხოვრებმა ნელი ქ-მ საბრძოლო მასალა წარადგინა და ნებაყოფლობით ჩააბარა.

შსს-ს ცნობით, მოქალაქის მიერ ჩაბარებულია "პე-გე 7 ემ"-ის ტიპის ჭურვი, "ერ-გე 42"-ის ტიპის მსხვრევადი ხელყუმბარა, "ეფ 1"-ის ტიპის მსხვრევადი ხელყუმბარა, "კალაშნიკოვის" კონსტრუქციის ავტომატისთვის განკუთვნილი 160 საბრძოლო ვაზნა და 6 მჭიდი.

სამინისტროს განცხადებით, გამოძიება საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.