loader

უკრაინული პროტესტის პირველი მსხვერპლი და 1500-მდე დაზარალებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინული პროტესტის პირველი მსხვერპლი და 1500-მდე დაზარალებული

თითქმის ორთვიან უკრაინულ პროტესტს პირველი მსხვერპლი უკვე მოჰყვა. უკრაინული ოპოზიციის შტაბში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ საპროტესტო აქციის დროს დაშავებული 21 წლის აქტივისტი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ახალგაზრდა კიევის "დინამოს" სტადიონთან, დემონსტრანტებსა და ძალოვნებს შორის მომხდარი შეტაკებების დროს მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევში საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მონაწილე დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ტელეკომპანია "ესპრესო ტვ"-ს ცნობით, აქტივისტი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. დაღუპულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.

ბოლო მონაცემებით, კიევში დაპირისპირების შედეგად 1500-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 30 ჟურნალისტი.

ასევე იხილეთ:

რა ხდება უკრაინაში ამ წუთებში - პირდაპირი ტრანსლაცია კიევიდან

კიევში ვითარება დაიძაბა: შეტაკებები დემონსტრანტებსა და სპეცრაზმელებს შორის