loader

დემონსტრანტები დაღუპულ მომიტინგეს უკრაინის ჰიმნით აცილებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დემონსტრანტები დაღუპულ მომიტინგეს უკრაინის ჰიმნით აცილებენ

კიევში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. "უკრაინული პრავდას" ცნობით, მიღებული ჭრილობების შედეგად საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მონაწილე, 25 წლამდე ახალგაზრდა გარდაიცვალა, რომლის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.

ამასთან, "ესპრესო ტვ", ევრომაიდნის სამედიცინო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ გრუშევსკის ქუჩაზე სნაიპერმა ორი დემონსტრანტი მოკლა.

ამასთან, დღეს დილით ცნობილი გახდა ორი აქტივისტის დაღუპვის შესახებ. ერთ-ერთი მათგანი, სერგეი ნიგოიანი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. მეორე გარდაცვლილი აქტივისტი კი, რომლის ვინაობაც დაუდგენელია, კიევის "დინამოს" სტადიონთან მიღებული შეტაკებების შედეგად დაიღუპა.

"რადიო თავისუფლების" უკრაინული ბიურო ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს ერთ-ერთი დაღუპულის გამოსვენება სამედიცინო პუნქტიდან. უკრაინელი დემონსტრანტები ქვეყნის ჰიმნით აცილებენ დაღუპულ თანამებრძოლს.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე

ასევე იხილეთ:

რამდენიმე სპეცრაზმელი ერთ მომიტინგეს სასტიკად სცემს

LIVE: რა ხდება უკრაინაში ამ წუთებში - პირდაპირი ტრანსლაცია კიევიდან

ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული დემონსტრანტი 20 წლის სერგეი ნიგოიანია