loader

მომხრე ვარ მინისტრებმა მიღწეული შედეგების მიხედვით მიიღონ პრემია თუ დანამატი - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მომხრე ვარ მინისტრებმა მიღწეული შედეგების მიხედვით მიიღონ პრემია თუ დანამატი - ირაკლი ღარიბაშვილი

მომხრე ვარ, რომ მინისტრებმა მიღწეული შედეგების მიხედვით მიიღონ პრემია თუ დანამატი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მინისტრების ხელფასის შემცირების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. 

მისივე თქმით, მინისტრის მინიმალური ხელფასი განისაზღვრა 5000 ლარის ოდენობით.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ასეთი მიდგომაა ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც. მან მაგალითად ბალტიისპირეთი მოიყვანა და განმარტა, რომ იქ მინისტრებს აქვთ ფიქსირებული საკმაოდ დაბალი ხელფასი თავისი დანამატის ჩათვლით, თუმცა მათი პრემიების საკითხი წყდება და განიხილება მათ მიერ განხორციელებული ეფექტური საქმიანობის შედეგად.