loader

უკრაინელი დედები ჯარისკაცებს მომიტინგეების დასარბევად არ უშვებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინელი დედები ჯარისკაცებს მომიტინგეების დასარბევად არ უშვებენ

უკვე სამი დღეა, ლვოვის მოსახლეობა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეცდანიშნულების რაზმის - "ბერკუტის" ორ ბაზას ბლოკავს. აქციის მონაწილეები ცდილობენ, არ დაუშვან სამხედრო შენაერთების გაშვება კიევში, რათა არ დაარბიონ დედაქალაქის ცენტრში შეკრებილი მომიტინგეები.

ბლოკირების აქციაში მონაწილეობენ ჯარისკაცების დედები, მაგრამ მათი ყველა მცდელობა, გასაუბრებოდნენ საჯარისო ნაწილების ხელმძღვანელებს, უშედეგოდ დასრულდა.

"ევრონიუსის" კორესპონდენტის ცნობით, აქციის მონაწილეებმა ჯარისკაცებისგან შემდეგი შინაარსის წერილი მიიღეს: "აქ იდექით, არსად წახვიდეთ. ისინი სწორედ ამას ელიან!"

იხილეთ ვიდეო ინგლისურად

ასევე იხილეთ:

ნაომარი გრუშევსკის ქუჩა - კიევი მძიმე ღამის შემდეგ

რამდენიმე სპეცრაზმელი ერთ მომიტინგეს სასტიკად სცემს

ცეცხლმოკიდებული და მოწამლული სპეცრაზმელები - უკრაინის შსს ვიდეოს ავრცელებს

"ბერკუტის" სპეცრაზმელებს მოქალაქეები მანქანიდან გადაჰყავთ და სასტიკად უსწორდებიან