loader

ახალი ხელმძღვანელი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში და შენობის კურთხევა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი ხელმძღვანელი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში და შენობის კურთხევა

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ახალი ხელმძღვანელი ბორდის წევრებსაც შეხვდა და მათ დასახული გეგმების შესახებ ესაუბრა. ამასთან, დღესვე ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შენობა აკურთხა.

ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელის, ჯემალ ჭკუასელის თქმით, გიორგი დონაძე გონიერი, ფოლკლორის კარგი მცოდნეა და არა "ფსევდომცოდნე".

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სამეთვალყურეო საბჭომ გიორგი დონაძე 25 დეკემბერს დირექტორად წარადგინა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ კი გიორგი დონაძე 30 დეკემბერს გამოცემული ბრძანების საფუძველზე აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშნა. ცენტრის ყოფილი დირექტორი გიორგი უშიკიშვილი თანამდებობიდან 18 დეკემბერს გაანთავისუფლეს.