loader

"აღდგა საქართველოში სამართლიანობა?" - "მოამბის" ექსკლუზივი დავით კეზერაშვილის პროცესიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აღდგა საქართველოში სამართლიანობა?" - "მოამბის" ექსკლუზივი დავით კეზერაშვილის პროცესიდან

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტს საფრანგეთში, დავით კეზერაშვილთან კამერის გარეშე გასაუბრების საშუალება მისცეს.

როგორც ჟურნალისტმა, მარიამ ცარელაშვილმა საფრანგეთიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, სასამართლო პროცესზე გამოცხადებული იყო 5-წუთიანი შესვენება, სადაც გამონაკლისი დაუშვეს და სასამართლოს სხდომათა დარბაზში შეუშვეს. "საკმაოდ თბილად მოგვიკითხა და დაინტერესდა, თუ რა ხდება საქართველოში და აღდგა თუ არა სამართლიანობა", - განაცხადა ჟურნალისტმა.

კეზერაშვილი საფრანგეთში ქართული მხარის მოთხოვნით დააკავეს. მის წინააღმდეგ საქართველოში ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული: რიყისა და "ტელეიმედის" გასხვისების საქმე, სადაც კეზერაშვილს სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავებიან.