loader

პატრიარქის ნაჩუქარი საათი და კერამიკული სპილოები შეიხისგან - ივანიშვილის პრემიერობის პერიოდის საჩუქრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქის ნაჩუქარი საათი და კერამიკული სპილოები შეიხისგან - ივანიშვილის პრემიერობის პერიოდის საჩუქრები

ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მიღებული საჩუქრები მთავრობის კანცელარიაში სპეციალურ სტენდებზე განთავსდება.

ჟურნალისტებს დღეს იმ საჩუქრების დათვალიერებისა და გადაღების საშუალება მიეცათ, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში მიიღო. საჩუქრებს შორის არის რამდენიმე ფერწერული ტილო, 100-ზე მეტი წიგნი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მიერ ნაჩუქარი საათი, არაბთა გაერთიანებული საემიროების შეიხის საჩუქარი - კერამიკული სპილოები, რომელიც ყველაზე ძვირად ღირებულია.

ჟურნალისტებს დღეს საჩუქრების არასრული ჩამონათვალი წარუდგინეს, ვინაიდან, როგორც მთავრობის კანცელარიის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, ოთახი, საჩუქრების რაოდენობიდან გამომდინარე, ყველას ვერ დაიტევდა.