loader

დაგვეხმარეთ, რომ ევროპის რიგებში ჩავდგეთ, თორემ 20 წელია ამ დღეში ვართ - ღოღეთელი გლეხი ფილიპ დიმიტროვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაგვეხმარეთ, რომ ევროპის რიგებში ჩავდგეთ, თორემ 20 წელია ამ დღეში ვართ - ღოღეთელი გლეხი ფილიპ დიმიტროვს

მოვა ხალხი, რომელიც შეეცდება გაცდუნოთ და გადაგიბირონ ჩვენი საერთო ოჯახიდან. არ მოატყუებინოთ თავი, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა დღეს სოფელ ღოღეთის მოსახლეობასთან საუბრისას განაცხადა. ღოღეთის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ტრისტან შათირიშვილმა დიმიტროვს მიმართა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის დახმარება აუცილებელია.

ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი სიმონე ვოლკენი სოფელ ღოღეთში იმყოფებოდნენ. გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლის მაცხოვრებლებს მათ ჰუმანიტარული დახმარება: პირველადი მოხმარების ნივთები, მათ შორის თბილი გადასაფარებლები და კარ-ფანჯრის საიზოლაციო მასალა – ჭიკარტები, მწებავი ლენტები და პოლიეთილენის პარკები, გარდა ამისა, წიგნები "მოდი გავიცნოთ ევროპა" და საკანცელარიო ნივთები ჩაუტანეს.